თენგიზ სიმაშვილი
(სტატია დაიბეჭდა 2014 წლის 27 მაისს გამართულ III საერთაშორისო სიმპოზიუმის - ,,პირველი მსოფლიო ომი და კავკასია’’ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასალებში)
ქართული
ლეგიონის
წევრი
ალექსანდრე
ცაგურიშვილი
(ფორია)
‘’საირმის ტყეებში მასპინძელი მყავდა. მასთან ვაპირებდი გამოზამთრებას.
დათა თუთაშხია
წავიყვანე
თან,- საირმეზე
არ ვყოფილვარო...
დათას
ვინაობა არ გამიმხელია,
სხვა გვარით გავაცანი...
ფორიად გავაცანი
სეთურს დათა.’’
ჭაბუა ამირეჯიბი
,,დათა თუთაშხია“
‘’ბორჯომში მართლაც სასიამოვნო დროს ვატარებდით.
ჩემი მამიდაშვილი გივი გატაცებული იყო
მთავრობის
წინააღმდეგ
მებრძოლ ყაჩაღ ფორიათი,
რომლის შესახებაც
მრავალ საგმირო საქმეებს
გვიყვებოდა
ხოლმე.’’
‘’ჩემი თავგადასავალი“
ვახტანგ ჯობაძე
1905-1922 წლებში ბორჯომის
ტერიტორიაზე საირმის ტყეებში ,,ბინადრობდა’’, ტერორისტულ და ყაჩაღურ საქმიანობას ეწეოდა 1914-1917 წლებში თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული ლეგიონის წევრი ალექსანდრე ცაგურიშვილი, მეტსახელად ფორია. დღეს მისი სახელი ბევრს არაფერს ეუბნება ქართულ საზოგადოებას, მაგრამ აღნიშნულ პერიოდში იგი საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო.
ქართული ლეგიონი
1914 წლის სექტემბერში თურქეთში ჩამოყალიბდა. ქართული ლეგიონის მეთაური იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე. ლეგიონის შექმნაში დიდი როლი შეასრულეს, ბერლინში მოქმედმა ე.წ. ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრებმა - გიორგი მაჩაბელმა, მიხაკო წერეთელმა, გიორგი კერესელიძემ, პეტრე სურგულაძემ, ნესტორ მაღალაშვილმა და სხვებმა. გერმანელების მხრიდან მის შექმნაში დიდი როლი ითამაშა, ჯერ კიდევ ბერლინში ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დაარსების ხელშემწყობმა გრაფმა შულენბერგმა. (გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დამოუკიდებელ საქართველოში. დაჯილდოვებული იყო წმინდა თამარ მეფის ორდენით. თ.ს.)
ლეგიონში
1500-მდე მებრძოლი შედიოდა. მათ რიცხვში იყვნენ რუსეთში 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე თურქეთში და სხვა სახელმწიფოებში გადახვეწილი ემიგრანტები, ასევე მოხალისე ლაზები და აჭარლები. ლეგიონის არსებობის მთელ მანძილზე, მას ასე ვთქვათ ,,პატრონაჟს“ უწევდა თურქეთში მყოფი გერმანიის საექსპედიცო კორპუსი. ,,ქართულმა ლეგიონმა“ მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში, თუმცა 1917 წლის დამლევს ოფიციალურად იქნა დაშლილი.
ჩემს მიერ მოძიებული
ფორიას დღემდე გამოუქვეყნებელი ავტობიოგრაფიის მიხედვით, რომელიც მან ბორჯომის რაიაღმასკომის თავმჯდომარის სახელზე 1932 წელს დაწერა, იგი ქართული ლეგიონის რიგებში მისი შექმნისთანავე შესულა. ლეგიონის შემქმნელებად ფორია პეტრე სურგულაძეს, მიხაკო წერეთელს, მელიტონ ქარცივაძეს და სხვებს ასახლებს. ფორიას სიტყვებით ის და მისი ამხანაგები - ლეო კერესელიძე, კოწია ინასარიძე, ლავრენტი მანჯავიძე 1915 წელს თურქეთიდან საქართველოში წამოსულან. ამ მიზნით ჯერ ტრაპეზუნიდან სტამბულში ჩასულან და ჩანს ზღვით აპირებდნენ შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, შემდეგ ფორია და ინასარიძე სპარსეთიდან(ირანი) შემოსულან საქართველოში, კერძოდ თბილისში 1916 წელს. (არსებობს ფორიას სხვა მეორე მოგონებაც, რომელიც მოიძია ჩემმა თანამოაზრემ, აწგანსვენებულმა ლიტერატორმა ბატონმა ნოდარ გრიგალაშვილმა. ფორიას ეს მოგონება დაუწერია ,,მწერალ“ პავლე საყვარელიძის, რუსთაველის თეატრის დირექტორის სანდრო ახმეტელის და სსრ უმაღლესი სასამართლოს წევრის ბაჭუა კუპრაშვილის თხოვნით(ეს უკანასკნელი გარკვეული ხანი ფორიას რაზმის წევრი ყოფილა!!!), რომლებიც მასთან სტუმრად 1936 წლის ივლისში ჩასულან. პავლე საყვარელიძეს სდომებია ფორიას მოგონების წიგნად გამოშვება, თუმცა ჩამოთვლილი პირები, მათ შორის ფორია 1937 წელს დახვრიტეს. თ.ს.)
საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის, ამავე არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების და პარტიული არქივების, ასევე სხვა მასალების და დოკუმენტების მიხედვით ფორია ახლოს იცნობდა და მეგობრობდა, ერთობლივ ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა ქართველ ანარქისტებთან, სოციალ-დემოკრატებთან, მათ შორის მენშევიკური და ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლებთან ერთად. ესენი იყვნენ - სამუელ კუპრაშვილი(ბაჭუა), სიმონ ტერ-პეტროსიანი(კამო), ილიკო იმერლიშვილი(მცხეთელი, იმერელი), ლადო ფეიქრიშვილი(შავი ლადო, დიდი ლადო), ერასტი ჯორბენაძე, სერგო თაყაიშვილი, ხარება ჯიბუტი, გოგია კენკიშვილი და სხვები.
სწორედ ბოლშევიკი
ტერორისტების მეგობრობა გამოადგა ფორიას, როდესაც იგი 1922 წელს დააპატიმრეს. სხვადასხვა ცნობებით ფორიას განთავისუფლებაში დიდი როლი შეასრულა კამომ, რომელმაც პირადად მიუტანა პატიმრობდან გაქცეულ ფორიას ,,განთავისუფლების ქაღალდი“. თუმცა, არის ინფორმაციაც, რომ 1922 წელს ფორია ნებაყოფილობით გამოცხადდა საქართველოს ,,ჩეკაში" და ხელისუფლებამ ის შეიწყალა, შემდეგ კი აიძულა ყაჩაღთა სალიკვიდაციო ოპერაციებში მიეღო მონაწილეობა. თუ ამ ინფორმაციას დავამატებთ, იმასაც, რომ ზოგიერთი ცნობით ,,ქართული ლეგიონის“ ყოფილი წევრის და ლეგიონში ყოფნისას ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის ,,თამარის ორდენით“ დაჯილდოებული ალექსანდრე ცაგურიშვილი-ფორიას იმედი ჰქონდა 1924 წლის აჯანყების მოწყობისას ქაქუცა ჩოლოყაშვილს, საკამოდ საინტერესოდ წარმოგვიდგება ამ ადამიანის პიროვნება და ცხოვრება.
P.S.
(ამ მცირე სტატიაში ლიტერატურას და გამოყენებულ წყაროებს არ ვუთითებ, რადგან ამ მასალებზე კვლავ ვაგრძელებ მუშაობას. მინდა აღვნიშნო, რომ აღმოჩნდა უამრავი საარქივო საქმე რომლებიც შეიცავს სხვადასხვა დოკუმენტებს 1900-იან წლებში ფორიას და მისი ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტების, ასევე მათი პარტიული კუთვნილების, და სხვა შესახებ. მათ შორისა ბაჭუა კუპრაშვილის, ფორიას ჯგუფის წევრების(მაჭავარიანი), ფორიას მეუღლის, და სხვების მიერ დაწერილი მოგონებები და სხვა. ვაქვეყნებ რამოდენიმე საარქივო დოკუმენტს და ფოტოს)

ამასთან მივუთითებ რომ გაზეთ ,,24 საათი“ დაიბეჭდა შსს-ს საარქივო მასალები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი ცაგურიშვილი-ქუმარიტაშვილის პოლიტიკური დაჯგუფების საქმიანობის შესახებ, სათაურით ,,როგორ გადაიბირეს
საბჭოთა ხელისუფლების
წინააღმდეგ მოქმედი
პოლიტიკური დაჯგუფება“ // 24 საათი.
- 2009. - 19-25 დეკემბერი. - N38
რაც შეეხება ფორიას მიერ ილიკო იმერლიშვილის მკვლელობას, ეს არასწორია, რადგან ილიკო იმერლიშვილი 1914 წელს ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამ დროს ფორია თურქეთში იყო გადასული, ამასთან ფორიას მიერ საკუთარი ხელით დაწერილ მოგონებებში და სხვა დოკუმენტებში საუბარია მის ილიკო იმერლიშვილთან საუკეთესო დამოკიდებულებაზე. ქუთაისის ციხიდან ფორია ციხიდან 1906 წელს გაიქცა, ილიკო იმერლიშვილი კი მეტეხის ციხეში მხოლოდ ერთხელ იჯდა - იგი 1907 წელს დეკემბერში დააპატიმრეს სხვა ბოლშევიკ ტერორისტებთან ერთად როდესაც ყარაიაზში ცდილობდა მატარებლის დაყაჩაღებას, ხოლო გაიქცა 1908 წლის 11 მაისს 18 სოციალ-დემოკრატ ტერორისტთან ერთად, მათ შორის იყო მისი მეგობარი პავლე ფშავლიშვილი. შეგიძლიათ ეს მასალა და დოკუმენტები იხილოთ ჩემს ბლოგზე -